პოლიტიკა
,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლება წარმატებით ახერხებს საქართველოს მთავარი ტელევიზიის სრულ დაქვემდებარებას - თავისუფალი დემოკრატები
,,თავისუფალი დემოკრატები“ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლება ცდილობს და წარმატებით ახერხებს კიდეც საქართველოს ამ მთავარი ტელევიზიის სრულ დაქვემდებარებას. არადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულებაა, უზრუნველჰყოს ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვანი და არა ერთგვაროვანი ინტერესების შესაბამისი მაუწყებლობა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოში შედიოდნენ დამოუკიდებელი, კრიტიკულად მოაზროვნე და უკომპრომისო ადამიანები.
სწორედ ასეთია ნინია კაკაბაძე, რომლის კანდიდატურა პარლამენტში დასამტკიცებლად კიდევ ერთხელ წარადგინა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ უმცირესობის კუთვნილი კვოტით. ,,ქართული ოცნების’’ უმრავლესობამ წინა კენჭისყრაზე ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო, რითიც გამოამჟღავნა დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის მქონე ადამიანის კატეგორიული მიუღებლობა, ამასთანავე, უმრავლესობამ ხელყო საპარლამენტო უმცირესობის არსებითად დემოკრატიული უფლება, გამოიყენოს მისთვის კანონით განსაზღვრული კვოტა.
ეს ნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობა მიზანდასახულად ცდილობს უგულებელყოს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პრინციპი და შესაბამისი პროცედურა, რომლებიც გულისხმობს უმრავლესობის გარდა სხვების უფლებების თანასწორად აღიარებასა და დაცვას. ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები“, მხარს ვუჭერთ საპარლამენტო უმცირესობის დემოკრატიულ ინიციატივას საზოგადოებრივი საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე კვლავ წარადგინოს ნინია კაკაბაძე და მხარს ვუჭერთ ამ უკანასკნელს, რომელიც თავად პარლამენტის მიერ შერჩეულმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს კანდიდატების შესარჩევ კონკურსში ყველაზე მაღალი ქულებით შეაფასა.
,,თავისუფალი დემოკრატები’’ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კერძოდ, ,,ქართული ოცნების’’ უმრავლესობას, დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, აღასრულოს თავისი დემოკრატიული მოვალეობა და მხარი დაუჭიროს ნინია კაკაბაძის კანდიდატურას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


