პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გახდა
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე ირაკლი კირცხალიამ შეცვალა. კირცხალია იქნება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
„ცნობად ვიღებთ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალიას არჩევას. ვულოცავთ მას. დიდი პასუხისმგებლობაა და წარმატებას ვუსურვებთ. წლების განმავლობაში მამუკა მდინარაძის წარმატებული საქმიანობის შემდეგ, მნიშვნელოვანია, ამავე ტემპით გავაგრძელოთ. ცნობად ვიღებთ ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან მაჭავარიანის, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძის არჩევას. მათაც ვულოცავ და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა 23 აგვისტოს წარადგინა.
პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დღეს დაამტკიცა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


