პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ამოცანაა ამომრჩეველთა ხმები მასსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაიყოს - დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“
„დემოკრატიული მოძრაობისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ ერთობლივი განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს, წინასაარჩევნოდ მტრის ხატის შექმნას, რათა ხმები გაიყოს „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. მათივე გამცხადებით, პროკურატურა სპეციალურად ცდილობს, ძველი საქმეების წინასაარჩევნოდ აქტუალიზებას. მათ შორის ისინი ასახელებენ ბოკერიასა და გვარამიას დაბარებას მოდულის შენობაში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს ამომრჩეველს, „ქართულ ოცნებას“ ხმა არ მისცეს და არ მიიღოს მონაწილეობა ამ „ფარსში“.
„როგორ ცნობილია, რამდენიმე დღის წინ უშიშროების სამსახურში ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაიბარეს ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების მანძილზე არჩევნების წინ უკვე აღიძრა არაერთი მსგავსი საქმე: ე.წ. საბურავების საქმე (2013), შემდგომში სს საქმე სოფო ნიჟარაძისა და ნოდარ მელაძის ტერორისტული საქმიანობის შესახებ და ბოლოს საპარლამენტო არჩევნების წინ - სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ დაბრუნების მცდელობის შესახებ. საზოგადოებას შევახსენებთ იმასაც, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ყველა ზ/ა საქმემ დაკარგა აქტუალობა და მთავარი პროკურატურის მხრიდან წლების მანძილზე არც რაიმე ქმედებას და არც რაიმე განცხადებას ადგილი არ ჰქონია.
ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“ ვაფასებთ ყოველივე ზ/ა, როგორც ფარსს და ქართველი ერის - საქართველოს მოქალაქეების აბუჩად აგდებას. რეალურად მთავარი პროკურატურა ასრულებს „ქართული ოცნების“ პრესცენტრის დირექტივებს და წინასაარჩევნოდ ცდილობს, ერთი მხრივ, დახატოს მტრის ხატი, ხოლო მეორე მხრივ, შექმნას განცდა, რომ ხელისუფლება ხმალამოღებული ებრძვის მომხდურს. ამ ფარსის ამოცანა იგივეა, რაც ყველა წინა არჩევნებზე: ამომრჩეველთა ხმები მთლიანად გაიყოს კოაბიტაციის 2 მხარეს - „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.
მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას, აღარ წამოეგოს ამ იაფფასიან პროვოკაციაზე და 21 ოქტომბერს არ მისცეს ხმა პოლიტიკურ კლოუნებს, რომლებიც ამ ფარსში მონაწილეობენ.
იმავდროულად გვსურს, გავაფრთხილოთ მთავარი პროკურატურის პროკურორები და გამომძიებლები, რომ ქმედება, რომელსაც ისინი ჩადიან, არის მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაული და ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ კანონის წინაშე წარდგომა და სასჯელის მოხდა“, - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ ერთობლივი განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


