უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 დეკემბერი, 2018 16:05
font-size

„ქართული ოცნება` უკანონობაზე უკანონობას ამატებს - გიორგი ვაშაძე დავით კირკიტაძის საქმეზე

„მუხლი, რომელიც დავით კირკიტაძეს შეეფარდა, აბსოლუტურად არაადეკვატურია და არ შეესაბამება იმ ქმედებას, რაც იმ შემთხვევაში იყო. ჩვენ ვითხოვთ დავით კირკიტაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რადგან მის ქმედებაში არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში შერჩევითი სამართალი მოქმედებს.

„ „ქართული ოცნება" უკანონობაზე უკანონობას ამატებს. ჩვენს მხარდამჭერებზე თავდამსხმელებიც დააკავეს თურმე და რომელი მუხლით? ცემის მუხლით. მწვანე ავტობუსზე შეხტომა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ადამიანის ყბების დალეწვა? ეს არის ზუსტად ის შერჩევითობა და უკანონობა, რაც დღეს ქვეყანაში არის. ნაცვლად იმისა, რომ 6 ადამიანი დაეკავებინათ, 3 დააკავეს. ჩვენ ყველა გვყავს იდენტიფიცირებული.

ეს არის უკანონობა და ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ „ქართულ ოცნებას" კონსტიტუციური კანონის ფარგლებში. ყველა ამ ფაქტზე ვაკეთებთ პარალელურ გამოძიებას. ყველა სამართალდამრღვევს, რომელსაც დღეს შსს-ის ფორმა აცვია, მივცემთ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. მწვანე ავტობუსებით გზებით გადაკეტვას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისი სჭირდება. როცა ამას უკანონოდ აკეთებ, რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხს მიიღებენ", - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, ისინი უკან დახევას არ აპირებენ და სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებენ.

„ვერ მიაღწევენ იმას, რომ რაიმე შემთხვევაში უკან დავიხევთ. ჩვენსკენ არის სიმართლე და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს.

„სისხლის სამართლის კოდექსი“ წაიკითხოს ყველამ და არ ეგონოს ვინმეს, რომ პოლიციის უნიფორმა მას უკანონო ქმედებისგან გადაარჩენს", - აღნიშნა ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ დავით კირკიტაძეს, რომელიც ორი დღის წინ 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენების შედეგად დააკავეს, თელავის პოლიციის იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ის ამ დრომდე არ გადაუყვანიათ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები და ისინი დავით კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვენ.

დავით კირკიტაძეს გამოძიება ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედავება.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი