პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მასობრივ გაყალბებას გეგმავს - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოსთვის დანიშნოს. ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ამით „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ გააყალბებს. მმართველი გუნდი არჩევნების ჩატარებას ოქტომბრის შუა რიცხვებში აპირებს.
„მივმართავ პრეზიდენტს, რომელიც არის კანონიერებისა და სამართლიანობის გარანტი კონსტიტუციით და რომელიც ნიშნავს ამ არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნეთ ოქტომბრის ბოლო რიცხვებში. ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა რეჟიმის იმ მეოცნებეებზე, რომლებიც ამზადებენ არჩევნების შედეგების მასობრივ ფალსიფიცირებას“, - განაცხადა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
ნათელაშვილმა საკონსტიტუციო პროექტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება შემუშავებულ ცვლილებებს საბოლოო დოკუმენტში ვერ შეიტანს
„მიდის ხელისუფლების უზურპაცია მრავალი წლით და თავიანთი ჭკუით სამუდამოდ, მაგრამ მათ ვპირდებით, რომ ძალიან მალე შეიცვლება ეს ხელისუფლება შეტანილი ძირითად კანონში იქნება გაუქმებული, ხოლო ამ ცვლილებების ხმის მიმცემი სუბიექტები, ფულის მაძიებლები, ქვეყნის მოღალატენი, მორალურ და იურიდიულ პასუხისგებაში იქნებიან მიცემული“, - თქვა ნათელაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


