უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ივნისი, 2025 20:24
font-size

`ქართული ოცნება“ „თრიალეთის“ დახურვას აპირებს!“ - ტელეკომპანია განცხადებას ავრცელება

დღეს, 30 ივნისს ტელეკომპანია "თრიალეთის" ანგარიშებს შემოსავლების სამსახურმა 10-15 წლის წინანდელი, გაყინული დავალიანების გამო ინკასო დაადო, - ნათქვამია ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ინკასოს დადება, ნიშნავს, რომ ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფი ტელეკომპანია, ვეღარ გადაიხდის ელექტოენერგიის, ინტერნეტის, სიგნალის გავრცელების თანხას, ვეღარ გასცემს ხელფასებს და შედეგად, ტელევიზია და რადიო გაუქმდება.

ივნისის თვეში, ტელეკომპანია „თრიალეთის“ გადაცემებში, რამდენჯერმე გაშუქდა, საქართველოს სუსის უფროსის ანრი ოხანაშვილის მიერ, კლასელის და მეჯვარის, კოტე ბუზალაძის, გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა.

„თრიალეთის“ თოქ-შოუს სტუმარმა, კახა კუკავამ, გააკრიტიკა მრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და სხვები.

აღნიშნულის შემდეგ, შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სავარაუდოდ სუს-ის დავალებით, აეკრძალათ „თრიალეთის“ ეთერში სტუმრობა და
ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემა! ამავე დროს, შურისძიების მიზნით, სავარაუდოდ კობახიძის და ოხანაშვილის დავალებით, მოხდა „თრიალეთის“ ანგარიშებზე ინკასოს დადება! ტელეკომპანია “თრიალეთის” დავალიანების დაგროვების უპირველესი მიზეზი იყო, წინა ხელისუფლების ბრძოლა ტელეკომპანიის მიმართ.

ზეწოლები განსაკუთრებით გააქტიურდა, როდესაც „თრიალეთი“, გარკვეული რისკების ფონზე, პირველი დაუდგა მხარში ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ
ოცნებას“. მიუხედავად მხარში დადგომისა, "თრიალეთის" წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა, “ქართული ოცნების” პირველმა გუბერნატორმა შიდა ქართლში, რომელმაც ორ წელზე მეტი თანამდებობაზე ყოფნა, მხოლოდ "თრიალეთის" წინააღმდეგ ბრძოლას შეალია.

შემდეგ წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდნ, “თრიალეთს” ებრძოდა ბევრი ის ადამიანი, “ნაციონალების” ხელისუფლებაში, “თრიალეთის” რომ მტრობდნენ.

კომპანიის მძიმე პერიოდი იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რამაც გამოიწვია კომპანიაში არსებული ტექნიკის მთლიანად ჩამოწერა და ციფრული
აპარატურით ჩანაცვლება, რის გამოც, კომპანიას მოუწია აეღო დიდი ოდენობის ბანკის სესხი, რომლის დაფარვის პერიოდში, მოხდა ლარის კურსის დაცემა, რამაც
“თრიალეთს” შეუქმნა კიდევ უფრო დიდი ფინანსური კრიზისი.

კრიზისიდან გამომდინარე, “თრიალეთი” გაჭირვებით იხდიდა იმ აუცილებელ გადასახადებს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო ტელევიზიის ფუნქციონირება და ხშირ შემთხვევაში, ბიუჯეტის თანხებს სრულად ვერ ფარავდა.

კომპანია თანხას ვერ იხდიდა, თუმცა არც არავინ სთხოვდა დავალიანების გადახდას, მაგრამ, ამავე დროს, დავალიანების თანხას, ყოველდღიურად
არიცხავდნენ საურავს, რის გამოც, საურავის ოდენობამ, დავალიანების ძირის თანხას გადაუსწრო.

“თრიალეთმა”, წლების მანძილზე, მრავალჯერ მიმართა ხელისუფლებას, კანონის შესაბამისად, მოეხდინათ ვალის რესტრუქტურიზაცია, ან გაეფორმებინათ
საგადასახადო შეთანხმება, რაც მრავალი კომპანიის მიმართ, ათეულობით მილიონიან თანხებზე ხორციელდებოდა, თუმცა, “თრიალეთს” ყოველთვის უარით
პასუხობდნენ.

“თრიალეთს” არ უკეთებდნენ ვალის რესტრუქტურიაზაციას, გადახდის ვადის გაწელვას, თუმცა, არც არავინ სთხოვდა გადახდას, მაგრამ, ყოველდღიური
საურავების დარიცხვით, ზრდიდნენ დავალიანებას, სავარაუდოდ, ზუსტად ამ დროისთვის, ტელევიზიაზე ზეწოლის განსახორციელებლად!

აი, ასეთი სცენარით, ხელოვნურად, აუქმებენ იმ ტელევიზიას, რომელიც პირველი და რეგიონებიდან ერთადერთი იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლებაში მოსვლისას დაუდგა მხარში! რომელმაც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყო ხელი და დღეს, იმ ხელისუფლების მიერ იხურება, რომლის მხარდამჭერი იყო წლების განმავლობაში!

აუქმებენ საქართველოში, ყველაზე ძველ კერძო ტელევიზიას. ტელევიზიას, რომელიც 1990 წლიდან მუშაობს და ზუსტად ახლა შეუსრულდა 35 წლის იუბილე. ტელევიზია, რომელმაც მრავალი ზეწოლები, მრავალი მთავრობა, მრავალი ომი გამოიარა და ყველაფერს გაუძლო, და დღეს, „ქართული ოცნების“ მიერ იხურება! აუქმებენ იმ ტელევიზიას, რომლის წილის 10 პროცენტსაც ბიძინა ივანიშვილის კომპანია ფლობს და სავარაუდოდ, ეს კომპანია გადაიბარებს დანარჩენ
პროცენტებსაც!- აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი