პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს წარადგენს
„ქართული ოცნება“ ცენტრალურ ოფისში დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება.
„მედიას პარტიის პრესსამსახურის მიერ მიეწოდება პირდაპირი ეთერის საერთო სიგნალი. ღონისძიებაზე მედია დაიშვება სპეციალური საშვებით, რომლებიც გაიცემა ადგილზე შესაბამისი პრესბარათის წარმოდგენის შემდეგ. მედიისთვის გამოყოფილი იქნება კონკრეტული ადგილი და ღონისძიების დროს შეზღუდული იქნება გადაადგილება. ღონისძიების დასრულების შემდეგ სპეციალურად პრესისთვის მოწყობილ კუთხეში გაკეთდება კომენტარები“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად 31 ივლისს წარადგინა.
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


