პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის გაღატაკებას განაგრძობს - დავით ჭიჭინაძე
პარტია „ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის გაღატაკებას განაგრძობს.
როგორც მან აღნიშნა, ლარის კურსს ღამითაც კი ცვლიან, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„სანამ „ქართული ოცნების“ უფასო ცირკი ანშლაგით მიმდინარეობს, ხალხის გაყვლეფა და გაღატაკება წარმატებულად გრძელდება, ამას კი, რა თქმა უნდა, „ოცნებაში“ მოკალათებული ადამიანების მცირე ჯგუფი და ე.წ. ბიზნესმენები აკეთებენ, ისევ მთავრობის ხელშეწყობით. მხოლოდ ორი მაგალითი: საწვავი სადაც იაფი იქნება, იქიდან შემოვიტანთო, გვიცხადებენ ე.წ. ბიზნესმენები და ვინმე ატყობს, რომ საწვავი გაიაფდა?! ანუ, მარტივად, სადაც მეტ ფულს შოულობენ და უფრო მეტად ძარცვავენ ადამიანებს, იქ მუშაობენ ეს ე.წ. ბიზნესმენები. ლარის კურსს ღამითაც კი ცვლიან, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეს მაშინ, როდესაც ჩვენი ეკონომიკის 50% , სამშობლოდან იძულებით გაქცეული ემიგრანტების გადმორიცხვებია. ეს გადმორიცხვები შველის ჩვენს ხალხს შიმშილისგან და აქაც კი, ბოლო კაპიკამდე გაგლეჯვას ცდილობენ“, -განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


