პოლიტიკა
`ქართული ოცნება`- ქართველ ხალხს: სანამ გაბრაზდებით, კატეგორიულად გაფრთხილებთ - ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი ,,ქართული ოცნების’’ მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან და ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
"ქართული ოცნება" 2012- ჩვენ მოვალთ და ყველა დამნაშავე დაისჯება! "ქართული ოცნება" 2013, 2014, 2015- კოჰაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალა! დავივიწყოთ წარსული! ვაპატიოთ დამნაშავეებს! მითუმეტეს, მათ ამ დანაშაულს არ (ვერ) ვუმტკიცებთ. "ქართული ოცნება" 2016- თითქოსდა 500 000 ხმა საჩუქრად ნაცმოძრაობას! "ქართული ოცნება" 2017- ჩვენ ის (ნაცმოძრაობა) დავშალეთ, მაგრამ გადავარჩინეთ. ბოკერიას და რაფინირებულ ბაქრაძეს სულ სხვა პარტიის ლიდერებად იხილავთ. უგულავასაც შეუნდეთ. ბოლოს და ბოლოს ციხეში ხომ იჯდა?! მთავარია, გაქრეს სახელწოდება "ნაციონალური მოძრაობა", დარჩენს შეეგუებით. მოგწყინდებათ და გაჩუმდებით. "ქართული ოცნება" 2017- თქვენ, ანუ ქართველი ხალხი ვერ ხვდებით, რაოდენ ეფექტურია ჩვენი სტრატეგია?! თქვენ, ანუ ქართველი ხალხი არ აფასებთ ჩვენს ძალისხმევას,- დავშალოთ "ნაციონალური მოძრაობა" და დაგიტოვოთ ბოკერია-უგულავა?! თქვენ, ქართველ ხალხს, თურმე... გაბრაზებაც გცოდნიათ?! ...
P.S. "ქართული ოცნება"- ქართველ ხალხს: სანამ გაბრაზდებით, კატეგორიულად გაფრთხილებთ. თუ რომელიმე რესტორანში გადაეყრებით ნაციონალური მოძრაობის ამა თუ იმ ლიდერს და გაგახსენდებათ ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, სანდრო გირგვლიანი, 7 ნოემბერი, 26 მაისი, 6 მაისი, ციხეები, ნაწამები პატიმრები და ა.შ. ამ ლიდერს... აი, ამ ლიდერს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს! იცოდეთ, "ქართული ოცნების" მაღალ იდეალებს და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს ნუ უღალატებთ, თორემ მაკკეინი ჩამოვა ახალ წელს’’, - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


