პოლიტიკა
,,ქართული ოცნება’’ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს სამსაურიდან მისივე ოპონენტებს - ლევან სამუშია
,,ქართული ოცნება არ ღალატობს წინამორბედს და იგივე მეთოდებს იყენებს წინასაარჩევნო პოლიტიკურ ბრძოლაში“, - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელმა მდივანმა ლევან სამუშიამ, პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ლევან სამუშიას განმარტებით, ,,ქართულმა ოცნებამ უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ის არ ღალატობს თავის ჩვევებს და პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს სამსაურიდან მისივე ოპონენტებს. ამის ნათელი მაგალითია ,,თავისუფალი დემოკრატების“ გორის ორგანიზაციის ლიდერის ლიზა ყაზიშვილის გათავისუფლება სამსახურიდან, რაც გამოწვეული იყო მის მიერ გორის საკრებულოს სხდომაზე წარმოთქმული კრიტიკული აზრით ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.
მას ჯერ მოსთხოვეს განცხადების დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ, რაზეც მიიღეს უარი. ამის შემდგომ, რეორგანიზაციის მოტივით ყველა გაათავისუფლეს სამსახურიდან და აღადგინეს ყველა გარდა ლიზა ყაზიშილისა“.
,,თავისუფალი დემოკრატები“ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და ადამიანების გათავისუფლება სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ,,ქართული ოცნების“ ოპონენტ ძალას წარმოადგენენ.
,,თავისუფალი დემოკრატების“ გორის ორგანიზაციის ლიდერის ლიზა ყაზიშვილის განმარტებით, თავად გახდა იმ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, რომლის წინააღმდეგ წლების განმავლობაში იბრძოდა:
,,მოგახსენებთ , რომ მრავალი წლის მანძილზე ვარ ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესებში.
თუმცა ის, რის წინააღმდეგაც თავად ვიბრძოდი დღეს პირადად შემეხო და გავხდი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩემს განთავისუფლებას სამსახურიდან წინ უძღოდა ჩემივე გამოსვლა ქალაქ გორის საკრებულოს სხდომაზე თვითმმართველობის დასაცავად. როგორც ჩანს ეს ვერ მაპატია ადგილობრივმა ხელისუფლებამ. მე არ ვცვლი ჩემს პოზიციას. დიახ, ნებისმიერი სახელმწიფოს წინსვლა რეალურ თვითმმართველობაზე დგას.
ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება რა თქმა უნდა აისახება ჩემი ოჯახის სოციალურ მდგომარეობაზე, მაგრამ მე არაფრის გამო არ ვაპირებ დავთმო ჩემი ღირებულებები და პრინციპები, რომლითაც აქამდე მიცხოვრია.
მე არ ვარტო, გარდა ჩემი პოლიტიკური გუნდისა ჩემს გვერდით უამრავი ადამიანია, რომელთა უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი ბოლო დღეების განმავლობაში. სწორედ ამ ადამიანებთან ერთად გავაგრძელებ მოქმედებას, ვიბრძოლებ ბოლომდე ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.
ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ჩემი მაგალითი იყოს ბოლო და ქვეყანაში აღარავინ გახდეს პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი“, - განაცხადა ლიზა ყაზიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


