უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ივნისი, 2020 14:15
font-size

„ქართული ოცნება“ მმართველობას სამჯერ გაზრდილი ვალით ასრულებს - გიგლა მიქაუტაძე

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ მოიტყუეს, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება პანდემიას დააბრალეს. რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი გავლენა იქონია ამ საკითხზე, თუმცა, შევახსენებ პატივცემულ მინისტრებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უკვე 2018 წელს შემცირდა 35 %-ით, 2019 წელს კი არ გაზრდილა და მშპ-სთან შეფარდებით ბოლო წლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელზე 7.1% შეადგინა.

მიქაუტაძის თქმით, საქართველოსადმი ნდობა დიდი ხანია დაკარგეს ინვესტორებმა და მისი აღდგენისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.

„მსურს ასევე გამოვეხმაურო 2020 წლის განახლებულ ბიუჯეტს. როგორც მოსალოდნელი იყო, მთავრობამ არ გააკეთა სერიოზული ეკონომია ხარჯვით ნაწილში, მიუხედავად მძიმე კრიზისისა. სახელმწიფო მოხელეების ხელფასების მხოლოდ 57 მილიონი ლარით შემცირება მეტყველებს მმართველი პარტიის ხალხის ფულის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. საგანგაშოა, რომ 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის 45% ვალით შეივსება და წლის ბოლოს საქართველო რეკორდული მაჩვენებლის მთავრობის ვალი ექნება, 27 მილიარდი ლარის ოდენობით, ანუ 3-ჯერ მეტი ვიდრე 2013 წელს ჰქონდა.“ - აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი