პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ გავიდა კონსტიტუციური სივრციდან, უკვე ორ წელიწადზე მეტია... ის არის არალეგიტიმური რეჟიმი - გიორგი სიორიძე
რეჟიმი აპირებს, თავისი ლეგიტიმაციის აღიარება გაუტოლოს, გაუთანაბროს კონსტიტუციური წესრიგის აღიარებას. თვითონ „ქართული ოცნება“ გავიდა კონსტიტუციური სივრციდან, უკვე ორ წელიწადზე მეტია. ის არის არალეგიტიმური რეჟიმი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს და ადამიანს აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოხატოს აზრი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
ეს არის აღიარებული, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერაც, არაერთგზის, მაგრამ ფაქტია, რეჟიმს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. ადრე საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ წაშლილია ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ამას „ქართული ოცნება“ უარყოფდა. ახლა კი ცდილობს, დააკანონოს და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ის პირები, ვინც ამას არ აღიარებენ“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


