უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ივლისი, 2025 12:49
font-size

„ქართული ოცნება“, ევროკავშირის მიერ ოფიციალურად აღიარებულია კრემლის ტაქტიკებით ევროპის წინააღმდეგ მომუშავე პარტიად - გრიგოლ გეგელია

ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. შედეგად, სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრგოლ გეგელიამ განაცხადა.

„დასავლეთის მიერ სანქცირებული ხელისუფლება ჩინეთში გაიძურწა. გუშინ ლიეტუვამ გააფართოვა სანქცირებულ პირთა სია, რომელიც აღარ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, არამედ უკვე შეიცავს მოსამართლეებს, ანტიკორუფციულ ბიუროს და სხვადასხვა წრეებს. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. შედეგად, სანქცირებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს. მინდა, ყველა ცრუ მოწმემ, პოლიციის თითოეულმა ოფიცერმა, რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ყველა იმ პირმა, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ თანაზიარია იმ ბოროტმოქმედების, რომელსაც ჩადის „ქართული ოცნება“, ერთხელ და სამუდამოდ გაიაზროს, რომ მათი სახელები და მათი საქმეები ცნობილია დასავლური სახელმწიფოებისთვის. შესაბამისად, ისინი იქნებიან იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან და მოუწევთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ჩინეთის, ირანის, ვენესუელას და ნაურუს ამარა დარჩენა. ეს არის ერთადერთი ბედი, რომელსაც ამ რეჟიმის ბოროტმოქმედებაში თანამონაწილე პირები მყარად გაიზიარებენ“, – განაცხადა გეგელიამ.

მისი თქმით, სავალალოა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი ცდილობს ჩინეთის წარმოჩენას დასავლეთის საპირწონე სტრატეგიულ პარტნიორად.

„ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთისგან სანქცირებული „ქართული ოცნება“ ჩინეთში გაიხიზნა. ოფიციალური ვიზიტისას გამოფენილი იყო „ქართული ოცნების“ პარტიული დროშა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ პარტია ეწვია კომუნისტურ პარტიას. დადებითია, რომ როგორც იქნა, ბატონი ვოლსკი დაუბრუნდა საკუთარ კომუნისტურ ფესვებს. თუმცა, სავალალოა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი ცდილობს ჩინეთის წარმოჩენას დასავლეთის საპირწონე სტრატეგიულ პარტნიორად. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ კომუნისტური ჩინეთი არ და ვერ იქნება ევროპული კავშირისა და ნატო-ს საპირწონე, როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორი! წმინდად კომუნისტურ ტრადიციაში, ქოცები გვამცნობენ, რომ თურმე პარტიების შეხვედრის მიზანი ყოფილა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ რუსულ-ჩინურ მენტალობაში, პარტია და სახელმწიფო ტოტალურად არის აღრეული ერთმანეთში“, – განაცხადა გეგელიამ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ სვლას ჰპირდებოდა, დღეს ევროკავშირის მიერ ოფიციალურად აღიარებულია, როგორც კრემლის ტაქტიკებით ევროპის წინააღმდეგ მომუშავე პარტია.

„პარტია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ევროპელი სოციალისტების წევრი იყო, საიდანაც ის გამოაგდეს, დღეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთანაა ჩახუტებული. პარტია, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ სვლას ჰპირდებოდა, დღეს ევროკავშირის მიერ ოფიციალურად აღიარებულია, როგორც კრემლის ტაქტიკებით ევროპის წინააღმდეგ მომუშავე პარტია. იმ ფონზე, როდესაც რეგიონული სახელმწიფოები, მათ შორის მოლდოვა და სომხეთი, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ შეთანხმებებს აფორმებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების განსამტკიცებლად; იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ადგილი აქვს ისტორიული მასშტაბის ძვრებს, ახალ სამშვიდობო შეთანხმებებს და ახალი ტრანზიტული გზების ფორმირების პროცესს, საქართველო სრულად გამოთიშულია ყველა დადებითი პროცესიდან; ეროვნული ინტერესების ლობირების ნაცვლად, ხელისუფლება, რომელმაც მოკლა ანაკლიის პორტის პროექტი და საქართველოს განვითარების პერსპექტივა, დღეს უკვე ღიად ეფლირტავება ისეთ ავტოკრატიულ სახელმწიფოებს, რომელიც ევროპული კავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ იღწვიან. სწორედ ეს არის რუსული ამოცანა – საქართველო, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სუვერენული საგარეო ხმა, რომელიც მტერს მოყვარეს უწოდებს, ხოლო მოყვარეს მტერს, რომელიც ათავისუფლებს საუკეთესო პროფესიონალებს და პატრიოტებს საგარეო უწყებიდან და ხელს უწყობს ქართული საგარეო და ეროვნული ინტერესის სრულ კვდომას.

დღეს „ქართული ოცნება“ ასრულებს რუსული საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციას და სწორედ ამიტომ, თითოეულმა პატრიოტმა ქართველმა ყველაფერი უნდა იღონოს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად, უკლებლივ ყველა ფრონტისა და ინსტრუმენტის გამოყენებით“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი