უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 ოქტომბერი, 2018 14:40
font-size

„ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ გადასულია ფრონტალურ შტურმზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ - სერგი კაპანაძე

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების „პირდაპირ ფრონტალურ შტურმზეა“ გადასული.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, ისევე როგორც მათი საპრეზიდენტო კანდიდატი პირდაპირ გადასულია ფრონტალურ შტურმზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ისინი მარტო არიან დარჩენილები, აბსოლუტურად არავინ იზიარებს მათ პოზიციას. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებისა და შეფასებების დროსაც.

ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ამოეფაროს „ქალის საკითხს“, თითქოს მას არ იცავენ, ეს არასერიოზულია, მან დაიმსახურა კრიტიკა, რადგან ქსენოფობიური განცხადებები გააკეთა, მან გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვნებს. ის საბოლოო ჯამში არის კანდიდატი, რომელიც ჩემი აზრით, ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი. ძალიან კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამას სწორედ ასე აფასებენ“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზურაბიშვილს მოუწოდეს, ქსენოფობიური განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

ამაზე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ დღევანდელ მსოფლიოში არასამთავრობოები ქალების დასაცავად უფრო ძლიერად გამოდიან, და საქართველოში ასე არ ხდება.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი