უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მარტი, 2026 15:08
font-size

„ქართული ოცნება“ ჩაკეტილი პოლიტიკური, ძალადობრივი დისკურსით იმოკლებს გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ - ირაკლი კუპრაძე

„ქართული ოცნება“ ჩაკეტილი პოლიტიკური, ძალადობრივი დისკურსით იმოკლებს გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ და უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში ტოვებს საქართველოს სახელმწიფოს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ გახდება იძულებული, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მანამდე ქვეყანა იქნება ჩაძირული დიდი რისკების ზღვაში, რისი დაზღვევაც „ლელოს“ საკუთარი პასუხისმგებლიანი პოზიციით სურს.

„ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა განაცხადეს, რომ ისინი არ არიან მზად დიალოგისთვის საკითხებზე, რაც კრიზისის გადაჭრის ერთადერთი შესაძლებლობაა. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მეორე – სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვა ამ ქვეყანაში. ისინი ჩაკეტილი პოლიტიკური, ძალადობრივი დისკურსით იმოკლებენ გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ და, თავის მხრივ, უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში ტოვებენ საქართველოს სახელმწიფოს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ვიდრე „ქართული ოცნება“ არ გახდება იძულებული, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რაზეც მზაობა უნდა გამოხატოს ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, მანამდე ეს ქვეყანა იქნება ჩაძირული დიდი რისკების ზღვაში, რისი დაზღვევაც „ლელოს“ საკუთარი პასუხისმგებლიანი, სახელმწიფოებრივი განცხადებით და პოზიციით უნდა. ჩვენ ამ პოზიციას არ შევცვლით, ვიდრე, ქართველ ხალხთან ერთად, არ ვაიძულებთ ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, უკან დაიხიოს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ჩანიშნოს ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

აღნიშნულ საკითხს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა.

„არ აქვს სალაპარაკო „ლელოსთან“ – თქვა ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალმა პაპუაშვილმა. „ქართული ოცნება“ ამოკლებს თავის გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ საკუთარი განცხადებებით. რეჟიმს მოუწევს დიალოგის და მოლაპარაკების დაწყება საქართველოს მოსახლეობასთან და პოლიტიკურ ძალებთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. „ლელოს“ ეს განცხადება პაპუაშვილისთვის არ გაუკეთებია, ჩვენი განცხადება არის დოქტრინა – როგორ გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც საქართველო პაპუაშვილისნაირებმა შეიყვანეს და დატოვეს დაუცველი საერთაშორისო საფრთხეების წინაშე“, – დაწერა ირაკლი კუპრაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 15 მარტს, პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს. „ლელოს“ განცხადებით, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე, ამის პარალელურად, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, შეჰყვეს რადიკალურ ჯგუფებს ადამიანებით და დემოკრატიით ვაჭრობაში.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი