უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 დეკემბერი, 2025 15:51
font-size

„ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში - თაზო დათუნაშვილი

ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია,– ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე თვეში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რამდენჯერმე აღმოჩნდნენ ისეთ მაგიდასთან, სადაც რუსეთის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები სხედან.

„„ჰესბოლასა“ და „ჰამასის“ აწ უკვე გარდაცვლილ ლიდერებთან ერთად ირანელი დიქტატორის ტირილში სიარულის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ქართულ დიპლომატიაში ახალ წარმატებას მიაღწია. ამჯერად აშხაბადში ვლადიმერ პუტინთან ერთად იყო. მას უკვე ჰქონდა შეხვედრა თურქმენეთის მემკვიდრეობით პრეზიდენტთან, რომელმაც მამისგან მიიღო პრეზიდენტობა, ვითარცა მონარქმა და ახლა უკვე ერთად ზის, ერთ დარბაზში ვლადიმერ პუტინთან ერთად და მას აწონებს თავს. ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, ავტოკრატიის ქართული მოდელი გაუზიაროს სხვა ავტოკრატებს ევრაზიის კონტინენტიდან. ფაქტია, ბოლო რამდენიმე თვეში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე რამდენჯერმე აღმოჩნდნენ ისეთ მაგიდასთან, სადაც რუსეთის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები სხედან. ამჯერად რეკორდი მოხსნილია და საქართველოს პრემიერად წოდებული არსება ზის ვლადიმერ პუტინთან ერთად ერთ მაგიდასთან და უსმენს მის მოხსენებას, რომ თავი მოაწონოს. ჩვენ ვიხილეთ მისი მოხსენება, რომელიც პირდაპირ პუტინისადმი იყო მიმართული.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, ევროინტეგრაცია შეაჩერა, მტრად გამოაცხადა ჩვენი პარტნიორები, გადაწყვიტა, საქართველო ავტოკრატების შავბნელი ჯგუფის წევრი გახდეს, გეოპოლიტიკურ რუკაზე ცენტრალური აზიის და რუსეთის გვერდით აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ კობახიძემ არ გაუშვა შანსი, წასულიყო თურქმენეთში, აღენიშნა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის იუბილე და კიდევ ერთხელ დაფიქსირებულიყო რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ეს არის საქართველოს ღალატის გზა. ეს გზა დაანგრევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დგას საქართველოს უსაფრთხოების, ევროპულ, დასავლურ გარანტიებზე. საქართველოს სუვერენიტეტი დაინგრევა ნეიტრალიტეტის იმ შემოთავაზებით, რომელიც პუტინის რეჟიმს ემსახურება და საქართველოს აღმოაჩენს პუტინის რუსეთის და დიქტატორების ორბიტაზე“, – აღნიშნა დათუნაშვილმა.

როგორც დათუნაშვილმა განაცხადა, საქართველოს სუვერენიტეტი ემყარება უსაფრთხოების ევროპულ, დასავლურ გარანტიებს.

„„ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში. ის ამ გავლენის სფეროს აღიარებს, ფიქსირდება პუტინის გვერდით. სხვა არაფრით აიხსნება ის, რომ ამ ე.წ. მშვიდობის ფორუმზე ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობს. ალბათ ერთი ნაბიჯია, საჯაროდ მოხდეს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების შეხვედრა და ერთგვარი მოკავშირეობა გამოცხადდეს საქართველოს და რუსეთს შორის. უკვე ვხედავთ, რომ პროპაგანდის ჯურღმულებში ამაზე ლაპარაკი აქტიურად დაიწყეს.

ჩვენ უნდა დავიცავთ ჩვენი ქვეყანა, უნდა დავასრულოთ ამ მოღალატეების მმართველობა, ხელისუფლების მიტაცება და დავაბრუნოთ ეს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენი ქვეყნის მიზანი ევროინტეგრაციაა და არა ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბება. პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა არის სამშობლოს ღალატი. აქვე წარმოგიდგენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტების სიას: თურქმენეთში სამი ვიზიტი, უნგრეთში სამი ვიზიტი, აზერბაიჯანში ორი ვიზიტი, არაბთა გაერთიანებულ საამირობში ორი ვიზიტი, სომხეთში ორი ვიზიტი, ყაზახეთში ერთი, უზბეკეთში ერთი, თურქეთში ერთი, ალბანეთში ერთი, ჩინეთში ერთი – აი, ამ სამყაროს ნაწილი ხდება საქართველო“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარეობს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს. სხვა ლიდერებთან ერთად, ფორუმს ესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი