პოლიტიკა
,,ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება - ენმ
„ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.
პარტიის ოფისში ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი ენმ-ს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა გამართა. მისი განმარტებით, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება „ქართული ოცნების" მიერ წინასწარ შერჩეული ლოიალური კანდიდატებით ხდება.
საუბარია საუბნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებზე, რომლებიც წესით, უპარტიოები უნდა იყვნენ.
გიორგი ბოტკოველის თქმით, „ქართული ოცნების“ შტაბიდან გაგზავნილ სიაში გაწერილია იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც „ქართული ოცნების" მითითებით უნდა იყვნენ შერჩეული კომისიის წევრებად.
ენმ-ს წევრმა 2 საარჩევნო ოლქის მაგალითი დაასახელა. გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, სიღნაღის შემთხვევაში, კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას ძირითადად იღებენ საჯარო მოხელეები, რომელთაც წინასწარ აქვთ გარანტირებული, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე მოხვდებიან.
გიორგი ბოტკოველის ინფორმაციითვე, თელავში „ქართული ოცნების" შტაბიდან გაიგზავნა სია, რომელშიც ეწერენ ის ადამიანები, ვინც კომისიის წევრებად უნდა დამტკიცებულიყვნენ.
„ეს არის დოკუმენტი, რომელიც მოგვაწოდეს ,,ქართული ოცნების” შტაბის წარმომადგენლებმა, მათზევე განაწყენებულმა თანაგუნდელებმა, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიას მიუთითონ, რომელი 3 ადამიანი უნდა იყოს წამყვან პოზიციაზე; თუ ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.
ასევე, მეორე გაყალბების მცდელობის ფაქტი გვაქვს ჩვენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც ჩვენ სრულად გავშიფრეთ ის ადამიანები, ვინც შეიტანა კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა - 95% არიან სიღნაღის მუნიციპალიტეტის აიპებში დასაქმებული ადამიანები, საკრებულოს თანამშრომლები, გამგეობის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები და ყველა ის ადამიანი, ვისზეც ხელისუფლება უკეთესად და ადვილად მოახდენს ზეგავლენას“ ,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


