პოლიტიკა
ქართული ოცეული საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ნაკრები ოცეული უკრაინაში გაემგზავრა. ქართველი სამხედროები ყოველწლიურ საერთაშორისო სწავლებაში „Sea Breeze 2017“ იღებენ მონაწილეობას, რომელიც დღეიდან 23 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
წვრთნაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და კოორდინაციას, საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილების გაზიარებასა და ამფიბიურ ოპერაციებს ისახავს.
სწავლება აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდლობისა და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი მასპინძლობით ოდესის რეგიონის საზღვაო აკვატორიაში იმართება და მასში ქართულ ოცეულთან ერთად აშშ-ის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, კანადის, მოლდავეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებები, საზღვაო ავიაცია, საბრძოლო მყვინთავები და საზღვაო ქვეითი ქვედანაყოფები მონაწილეობენ.
ქართული ოცეული სწავლების საზღვაო ქვეით კომპონენტში ჩაერთვება. ქვედანაყოფის 2 ოფიცერი „შიროკი ლანის“ პოლიგონზე განთავსებულ მრავალეროვნული ბატალიონის შტაბის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი აშშ-ის მე-6 ფლოტის და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო მყვინთავებთან ერთად ოდესაში განთავსდება და სამხედრო და სამოქალაქო პორტებში თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლის.
„Sea Breeze 2017“-ის ფარგლებში ქვეითი ოცეული ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში, პატრულირებაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვაში, ამფიბიურ ოპერაციებში, საჰაერო დესანტირებასა და ბრძოლა დასახლებულ პუნქტებში გაივლის. ქართველი სამხედროები სპორტულ ღონისძიებებშიც ჩაერთვებიან.
II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ოცეულს იგივე სწავლებაში მონაწილეობა 2008 წელსაც აქვს მიღებული.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


