პოლიტიკა
ქართული მხარის მტრული საქმიანობა საფრთხეს უქმნის 2012 წელს დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს - გრიგორი კარასინი თბილისს აფრთხილებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ქართული მხარის „მტრული მოქმედებები“ საერთაშორისო არენაზე საფრთხეს უქმნის 2012 წელს ქვეყნებს შორის დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს. ამის შესახებ მან გამოცემა „იზვესტიას“ განუცხადა.
კითხვაზე, წელს წაიწია თუ არა წინ რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების პროცესმა, კარასინმა უპასუხა, რომ პოზიტიური ტენდენციები არ შეინიშნება.
„პოლიტიკურ სფეროში, სამწუხაროდ, პოზიტიური ტენდენციები არ შეინიშნება. თბილისი დიპლომატიური ურთოერთობების აღდგენაზე ისევ არ მიდის, აგრძელებს ჩვენთვის მტრულ საქმიანობას საერთაშორისო მოედნებზე, ხალისით მონაწილეობს რუსეთის შემაკავებელ ნატო-ს სტრატეგიაში.
პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ასეთი ქცევა საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რისი შედეგებით დღეს სარგებლობენ ორივე ქვეყნის მოქალაქეები“, -განაცხადა კარასინმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


