პოლიტიკა
ქართული მხარე ევროსასამართლოს მოსამართლეობის ახალ კანდიდატებს აპრილამდე წარადგენს
საქართველო ევროსასამართლოს მოსამართლეობის ახალ კანდიდატებს აპრილამდე წარადგენს.
ქართულ მხარეს კონკურსის ხელახლა ჩატარება და ახალი სიის წარდგენა დაევალა, რადგან ევროპის საბჭოს კომიტეტმა წარდგენილები არ დაამტკიცა.
,,ქართული ოცნების’’ წევრი, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე ღირსეული კანდიდატები იყვნენ.
,,არ მგონია, რომ მათ კომპეტენციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები იყო. არ მგონია, რომ გადაწყვეტილებაზე ამან იმოქმედა. თუ იქნება გარკვეული განცხადებები ან მინიშნება მაინც, ჩვენ ამ განცხადებების და მინიშნებების ქვეტექსტს აუცილებლად გავითვალისწინებთ.
ახალი პარლამენტის მონაწილეობით მოგვიწევს ახალი კანდიდატურების წარდგენა და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მსგავსი პრეცედენტი არ განმეორდება. ჩვენ წარვადგენთ ისევე ღირსეულ კანდიდატებს, როგორც ეს ძველ შემთხვევაში იყო’’, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


