პოლიტიკა
ქართული მხარე დაგვპირდა, რომ დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებს აფგან მუხთარლის ირგვლივ განვითარებულ გარემოებებს - იან კელი
საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, ქართული მხარე დაპირდა, რომ დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქმეს.
„ეს არის ნამდვილად სერიოზული ბრალდებები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა კონტაქტი საქართველოში თანამდებობის პირებთან, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებენ აფგან მუხთარლის ირგვლივ განვითარებულ გარემოებებს“, - უთხრა კელიმ ჟურნალისტებს.
კელი ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს, რომელიც ისმის ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მისამართით. ელჩის თქმით, ის დაარწმუნეს, რომ საქართველო თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოქალაქეებისა და უფლებადამცველების უფლებებს დაიცავს.
„ვფიქრობ, ისინი სრულიად აცნობიერებენ ბრალდებების სერიოზულობას, მათ დაგვარწმუნეს, რომ თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოქალაქეებისა და უფლებადამცველების უფლებები იქნება დაცული და მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს მათ უსაფრთხოებას“, - განაცხადა კელიმ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს
კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხთარლი აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, მუხთარლიმ საზღვარი პასპორტის გარეშე გადაკვეთა.
31 მაისს მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


