პოლიტიკა
ქართული მედია რეალურად ჩამოყალიბდა, როგორც მეოთხე ხელისუფლება - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში მედიას მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით, ქართული მედია მეოთხე ხელისუფლებად ჩამოყალიბდა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მონაწილეობს.
მისი თქმით, მედიამ ძალიან შეკრული იყო მაშინ, როცა მას საფრთხე დაემუქრა.
„მინდა, მივმართო ქართულ მედიასაც: თქვენ - ასაჯაროებთ დემოკრატიის წყაროს - ხალხის ხმას; თქვენ აკონტროლებთ ხელისუფლებას და აკრიტიკებთ გადაცდომებს; თქვენ ქმნით საზოგადოებრივ აზრს! ეს ნიშნავს, რომ თქვენ - ქართული მედია - რეალურად ჩამოყალიბდით, როგორც მეოთხე ხელისუფლება და თქვენი - ქართული მედიის, როგორც შემდგარი ხელისუფლების შტოს ეფექტიანი მუშაობა თავისუფალ გარემოში, აუცილებელია, სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის. ჩვენ ვნახეთ, რამდენად კონსოლიდირებულნი იყავით, როდესაც რამდენიმე თქვენთაგანს საფრთხე შეექმნა. ჩვენ ვნახეთ, რამდენად ეფექტიანად მოახდინეთ არა მხოლოდ კოლეგების, არამედ, ქართული საზოგადოების გაერთიანება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის - სიტყვის თავისუფლების დასაცავად. მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგევლაშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა, მედიას დაეხმაროს.
„მზად ვარ, დაგეხმაროთ ეფექტური დიალოგის გაღრმავებაში სისტემური და კომპლექსური გაძლიერებისთვის. რაც შეეხება მედიის კუთხით არსებულ პრობლემებს, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურად ელოდება სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესების დასრულებას მედია სივრცეში. დემოკრატია, მეტი დემოკრატია არის პასუხი ყველა პრობლემაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


