პოლიტიკა
„ქართული მარშის“ წევრებს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ - ირაკლი შოთაძე
ქვეყნის მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, „ქართული მარშის“ წევრებს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.
„ამ ეტაპზე სამართლებრივი შეფასებებისგან თავს შევიკავებ. როგორც იცით, კონკრეტული პირები არიან დაკავებულები ბრალდებულების სახით. ახლაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მოხდება საქმეზე შეგროვილი ყველა მტკიცებულების შეფასება და სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე მოხდება პირველადი ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა. ეს იქნება პირველადი ბრალი, გამოძიება გაგრძელდება და ის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიკვეთება თითოეული პირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ჩვენი ბრალდების დადგენილებაში“,- განაცხადა შოთაძემ.
ორშაბათს „ქართული მარშის“ აქტივისტები სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე რუსთავი 2-ის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებდნენ გიორგი გაბუნიას შესავალ სიტყვას, რომელშიც იესო ქრისტე იყო ნახსენები.
. „ქართული მარშის“ წევრების განცხადებით, ნათქვამმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.
აქციის დროს „ქართული მარშის“ წევრებმა ალყა შემოარტყეს მანქანას, რომელშიც იმყოფებოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი თამთა მურადაშვილი. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შეკრებილებმა მანქანა დააზიანეს, ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტ დავით ერაძეს.
პოლიციამ აქციაზე „ქართული მარშის“ 5 წევრი დააკავა, რომლებსაც ბრალი ედებათ ხულიგნობაში, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


