პოლიტიკა
„ქართული მარში“ ქრისტიანობის სახელით ქრისტეს შეურაცხყოფს - მეუფე საბა (ვიდეო)
„ქრისტეს სახელითა და ქრისტიანობის სახელით ქრისტეს შეურაცხყოფენ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე საბა „ქართული მარშის“ კამპანიას ფეხბურთელ გურამ კაშიას წინააღმდეგ.
მათი აგრესია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და არნემის „ვიტესის“ კაპიტანი ერედივიზიონის ერთ-ერთ თამაშში ლგბტ დროშის სამკლაურით გამოვიდა. ამას მოჰყვა „ქართული მარშის“ აქცია და მოწოდებები კაშიას ნაკრებიდან გაშვების შესახებ.
მეუფე საბას თქმით, „ქართული მარშის“ წევრები სიძულვილის რიტორიკას ქადაგებენ.
„ვისაც ჰგონია საკუთარი თავი ნებისმიერ სხვაზე მაღლა, ის ცხონების გზაზე არ დგას. ვინც ქვების სროლას იწყებს, ჯერ საკუთარ თავს შეხედოს“, - განაცხადა მეუფემ ქადაგების დროს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


