პოლიტიკა
,,ქართული მარში“ გრძელვადიან აქციებს და შიმშილობას აანონსებს
მოძრაობა ,,ქართული მარში" რადიკალურ და გრძელვადიან აქციებს აანონსებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიყიდოს ქართული მიწა უცხოელებს.
პროტესტის ავტორებსა და მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, ,,აღიაროს მთავრობამ ტყუილი, რომელიც ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით თქვა, გაუქმდეს ე.წ. სოროსის ფონდი და აიკრძალოს მისი საქმიანობა საქართველოში“.
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, ხვალ ქართველთა მარშის ახალგაზრდული ფრთა ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის პიკეტირებას მოახდენს.
,,სამშაბათს, 18:00 საათზე რუსთაველის მეტროდან დაიწყება მსვლელობა, რომელიც მიემართება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისისკენ, სადაც ჩატარდება საპროტესტო აქცია, ხოლო შემდგომ აქცია გადაინაცვლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენ მოვახდენთ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის პიკეტირებას.
ქართული მარში იძულებული გახდა მიემართა უკიდურესი ზომისთვის, იმიტომ რომ ხელისუფლებამ ჩაიდინა გაუგონარი სახის ავაზაკობა, როდესაც დაარღვია მოცემული პირობა იმის თაობაზე, რომ ქართული მიწა არ გაიყიდებოდა და ყოველივე ეს კანონმდებლობაში გაიწერებოდა.
ხელისუფლება ცდილობს მოატყუოს ამომრჩეველი. ერთი მხრივ კონსტიტუციაში წერს, რომ უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვა არის აკრძალული და მეორე მხრივ, კომერციულ ბანკებს და საქართველოს მთავრობას აძლევს უფლებას პირდაპირი განკარგვის წესით გასცეს ქართული მიწა უცხოელებზე.
ქართული მიწა გაიყიდება იმაზე უარესად, ვიდრე იყიდებოდა და ესა არის პირდაპირ, შეიძლება ითქვას, სამშობლოს ღალატი", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
მისივე თქმით, ქართული მარში დაიწყებს მასობრივი შიმშილობის აქციას.
,,ეს იქნება 500 კაციანი სასიკვდილო შიმშილობის აქციას“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


