პოლიტიკა
„ქართული მარში“ არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ 2 მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში დაუჭერს მხარს
„ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, „მარში“ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების მეორე ტურში იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუკი მთავრობა ორ პირობას შეასრულებს. ესენია: 1) პარლამენტიდან მარიხუანას კულტივაცის შესახებ კანონპროექტის გაწვევა და 2) რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
„ქართულმა მარშმა“ ხელისუფლებას პასუხის გასაცემად ორშაბათამდე ვადა მისცა.
ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში „ქართული მარში“ აქციების გამართვას აპირებს.
„დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნების მეორე ტური დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს. არსებობს იმის საფრთხე, რომ ქვეყანა მოექცეს ძალადობის მორევში და პროცესები წავიდეს ძალადობრივი გზით. ჩვენ გვაქვს ამის ინფორმაციები. გვაქვს გარკვეული ცნობები იმის შესახებ, რომ ყველა მხრიდან ჯგუფები ემზადებიან ძალადობრივი აქტებისთვის. გადავწყვიტეთ მეორე ტურისთვის მოვხსნათ ბოიკოტის რეჟიმი და აქტიურად ჩავერთოთ საარჩევნო პროცესში.
ჩვენ , უპირველეს ყოვლისა, ვსაზღვრავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგების მომტანია, მაგრამ ასევე გვინდა, ხელისუფლება გავაფრთხილოთ, თუკი მათი მხრიდან გადაცდომები და ძალადობა იქნება, ასევე „ქართული ოცნების“ ეს ქმედებებიც კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას", - განაცხადა ბრეგაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


