პოლიტიკა
ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
დღეს 4 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოში ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მიღება იმართება, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები და ჟურნალისტები დაესწრებიან.
3 ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება. ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კოლეგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა.
„ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს! მსურს გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული ერთგული სამსახურისთვის. სწორედ თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის დამსახურებაა ის დიდი წინსვლა, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწია. ღრმად მწამს, რომ ერთად გავუმკლავდებით ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე!“
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


