პოლიტიკა
ქართული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა
“ASTANA EXPO-2017”-ის ფარგლებში ქართული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა.
მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ტემპები, რომლის მიხედვითაც ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, პირველი ოთხი თვის განმავლობაში, საგრძნობლადაა გაზრდილი.
შეხვედრისას ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ სფეროში ჩვენი ქვეყნების პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად.
მხარეებმა აქტიურად განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკასა და ყაზახეთის მანგისტაუს ოლქს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმი და მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ განსახიორციელებელი პროექტები. აღინიშნა, რომ ტრადიციული აბრეშუმის გზა, რომელიც სწორედ ამ ქვეყნებსა და რეგიონებზე გადის, კვლავაც აქტიურად მუშაობს და არ კარგავს თავის აქტუალურობას.მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ბოლო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკით დაინტერესება ყაზახეთის მხრიდან საკმაოდ დიდი და მზარდია. აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერესის სფეროები ტურიზმით არ შემოიფარგლება.
საუბარი ასევე შეეხო ბათუმის საზღვაო პორტის პოტენციალისა და ტრანზიტული ტვირთების მოცულობის ზრდას. აღინიშნა, რომ ტრანსკასპიური კონსორციუმის ფარგლებში საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გარდა მოხდეს ისეთი ქვეყნების ჩართვა, როგორებიცაა თურქეთი და ჩინეთი და ამ მიმართულებით აქტიური ღონისძიებების გატარება დაიგეგმა.
მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტსა და მანგისტაუს ოლქის საზღვაო ნავსადგურს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რათა ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდეს.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევთან შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ტურიზმზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 25 ავიარეისი განხორციელდება, აქედან 15 რეგულარული, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების რაოდენობას ჩვენს რეგიონში ყაზახეთიდან. გარდა ამისა, დაიგეგმა ბიზნეს ფორუმებისა და ფესტივალების გამართვაც.
ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


