პოლიტიკა
ქართული არხების წინააღმდეგ სანქციების დაწესება უნდა იყოს მოქმედებების დასაწყისი და არა დასასრული - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ მიესალმა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს ტელეარხების — „იმედი TV“-ისა და „Post TV“-ის — სანქცირების შესახებ, თუმცა გააფრთხილა, რომ ეს უნდა იყოს მოქმედებების დასაწყისი და არა დასასრული.
„ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, დაასანქციროს ქართული ტელეარხები „იმედი TV“ და „პოსტ TV „ რუსეთის სამხედრო მანქანის მხარდასაჭერი პროპაგანდის გავრცელებისთვის, მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია. ეს მიუთითებს აღიარებაზე, რომ რუსეთის მხარდაჭერილი გავლენის ოპერაციებმა პირდაპირი როლი ითამაშა საქართველოს მიერ მოპოვებული დემოკრატიის დემონტაჟში.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. საქართველო კლეპტოკრატიისკენ მიჰყავთ რეჟიმის მხარდამჭერთა მცირე ჯგუფს — ამ პროცესში ქვეყანა უფრო მეტად ექცევა პუტინის გავლენის სფეროში — და სანქციებმა ეს რეალობა უნდა ასახოს.
ახლა დიდმა ბრიტანეთმა სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა უშუალოდ მიზანში ამოიღოს რეჟიმის ეს მხარდამჭერები — გაუყინოს მათ აქტივები, შეუზღუდოს წვდომა ბრიტანეთის ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე და უზრუნველყოს, რომ მათ ვერ შეძლონ ლონდონის გამოყენება პირად უსაფრთხო თავშესაფრად ან „სადაზღვევო პოლისად“, როდესაც საბოლოოდ აგებენ პასუხს,“ - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთის“ დირექტორი პოლიტიკის საკითხებში, დანკან ჰეიმსი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


