უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 მაისი, 2017 15:20
font-size

ქართულ შეიარაღებაში საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს ნატოს სტანდარტების ანალოგი ანაცვლებს

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებით დაიწყო.

წლის ბოლომდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამანევრო ქვედანაყოფებში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატოს სტანდარტების ამერიკული ანალოგი M-240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. შემდეგ ეტაპზე, კი საბჭოთა წარმოების PKM-ის ამერიკული ტყვიამფრქვევით ჩანაცვლება მთელ ქართულ შეიარაღებაშია დაგეგმილი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, JTEC-ის სასროლეთზე ნატოს სტანდარტების იარაღის საცეცხლე შესაძლებლობები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად გამოსცადეს. ამერიკული ტყვიამფრქვევის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

იარაღის შესაძლებლობების დემონსტრირების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ ტაბიძეს, სიმბოლურად, ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევი M-240 გადასცა. 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ნატოს სტანდარტების იარაღით აღიჭურვება და წვრთნებს გაივლის.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე საზეიმო ღონისძიებით გაგრძელდა. JTEC-ის პირად შემადგენლობას ცენტრის დაარსების ორი წლისთავი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ტორსტენ კიოლერმა მიულოცეს.

მოგვიანებით, ლევან იზორიამ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის კაპიტან კახაბერ შპეტიშვილი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, საქართველოს თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის II ხარისხის მედალი მაიორ ირაკლი სურგულაძეს გადასცა. დღესვე რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ მადლობის სიგელებიც მიიღო.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. ცენტრი საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის თანამედროვე სასწავლო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. მასში 300-ზე მეტი ქართველი სამხედრო და სამოქალაქო პირი მსახურობს. ცენტრში ასევე, წარმოდგენილები არიან ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ოფიცრები სხვადასხვა ქვეყნებიდან - ნორვეგია, დანია, ლატვია, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესპანეთი, ფინეთი და მუდმივი კონტრაქტორები აშშ-დან. JTEC-ის სამომავალო გეგმები ცენტრის საქმიანობის გაფართოებას ითვალისწინებს. შეერთებული შტატების დახმარებით დაინერგება ტექნოლოგია, რომელიც ცენტრს საველე სიმულაციური საცეცხლე მხარდაჭერით და სხვა ეფექტებით უზრუნველყოფს. JTEC-ის მხარდაჭერით, 2016 წელს ნატო-საქართველოს სწავლება ჩატარდა. იგეგმება მსგავსი წვრთნების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობების განვითარება. JTEC აგრეთვე მხარს უჭერს, უზრუნველყოფს და ატარებს ეროვნულ, უწყებათაშორის, ორმხრივ და მრავალეროვნულ სწავლებებს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი