პოლიტიკა
ქართულ საზოგადოებას სამოქალაქო ომი არ ეკადრება - სოფო კილაძე
„ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ იყოს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.
დეპუტატი თავისი თანაგუნდელის, გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას სამოქალაქო ომი არ ეკადრება.
„სამოქალაქო ომის შესახებ განცხადება ჩვენმა კოლეგამ გააკეთა, რაც მისი პირადი აზრია. სანამ ხელისუფლებაში ვართ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. ქართულ საზოგადოებას სამოქალაქო ომი არ ეკადრება. დემოკრატიის იმ დონეზე ვართ, სადაც ყველაფერი არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა კილაძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის წარმოება.
„უპირველეს ყოვლისა, ის ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომელსაც საზოგადოება ჩვენგან ელოდება. საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ მივხვდით არასწორ ნაბიჯებს, რომელიც გადავდგით. შედეგმა დაგვანახა, რომ გადადგმული ნაბიჯები გარკვეულწილად არასწორი იყო, რომლის გამოსწორების დრო ახლა არის. გარკვეული საკითხები რადიკალურად უნდა შევცვალოთ, რაც იმის გარანტი იქნება, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს. არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც შეცდომებს არ აღიარებს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს, კილაძემ განაცხადა, რომ გარკვეული გადახალისება მოხდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


