პოლიტიკა
ქართულ პოლიტიკაში არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელ, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და გარედან იღებენ დავალებებს - კახა კალაძე
იმ ადამიანების, პოლიტიკოსების ადგილი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, იღებენ გარედან დავალებებს, ქართულ პოლიტიკაში არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკაში უნდა იყვნენ ისინი, ვინც ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებს.
„ვნახეთ, კონკრეტული ფაქტები, რამხლა ზიანის მომტანია ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. ჯერაც არ მოგვიშუშებია ის ტკივილი და უბედურება, რაც ქვეყანას დაატყდა თავს. პოლიტიკაში უნდა იყვნენ ისინი, რომლებიც ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებს. უდიდესი პრობლემაა, როცა სხვა ადამიანების და არა ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურები. პოლიტიკური პარტია, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა მწვავეა არამხოლოდ საქართველოსთვის, სხვა სახელმწიფოებისთვისაც.
„საუბარია აგენტურულ ქსელზე, რაც წლების განმავლობაში იქმნებოდა და ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ის შემქნილიყო. ეს პრობლემა მარტო საქართველოში არ არის. ბევრ სახელმწიფოში, სადაც კონკრეტული ადამიანები ცდილობდნენ, სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ, იგივე მეთოდებით მუშაობდნენ. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა. ამას ვამბობდით წლების წინ ჩვენ, რაზეც ქილიკობდნენ და დაგვცინობნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


