პოლიტიკა
„ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მას შემდეგ დავიწყებ, როცა პარტია ჩემს საპრეზიდენტო კანდიდატზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს - სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მას შემდეგ დაიწყებს, როცა პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„მე დავიწყებ კონსულტაციებს, როცა მათი გადაწყვეტილება მიღებული იქნება. არ მინდა, ჩავერიო პროცესში, რომელიც არ მეკუთვნის, ეს არის მათი გადასაწყვეტი. როგორი კანდიდატი ვარ, როგორი პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის, თუნდაც პარლამენტიდან. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მათი მისაღებია, ჩემი ჩარევის გარეშე. როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ამის შემდეგ საჭირო გახდება კონსულტაციები. იმედი მაქვს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ბათუმის ბულვარში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


