პოლიტიკა
„ქართულ ოცნებაში“ 2024 წლამდე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ სურთ - ზურაბ ჭიაბერაშვილი
საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, უმრავლესობა ცდილობს, რომ საარჩევნო მოდელის მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წელზე ადრე არ მოხდეს.
„ქართული ოცნება“ აპირებს, გაიმეოროს იგივე, ბოდიში, „ტრიუკი“, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შემოგვთავაზა. ისინი აპირებენ, რომ თქვან, რომ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ ეს ამოქმედდება 2024 წელს. იმიტომ რომ „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილის მთავრობას სურთ, რომ ძალაუფლება 2020 წელს ისევ მაჟორიტარული სისტემის წყალობით შეინარჩუნონ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიმდინარეობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებული სხდომა, სადაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სავარაუდო გაუქმების გარდა მსჯელობენ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლასა და პარლამენტის ადგილმდებარეობის შესაძლო შეცვლის შესახებ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


