პოლიტიკა
„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა გადასახადების ასაწევად სჭირდება - სერგო რატიანი
ნაციონალური მოძრაობის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით,მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის სჭირდება, რომ მოსახლეობას გადასახადები აუწიოს, დაანგრიოს პრეზიდენტის ინსტიტუტი.
ამის შესახებ რატიანმა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას მედიასთან საუბარში აღნიშნა.
„ხელოვნური და არაჯანსაღია, როდესაც ერთი კაცის მიერ არაფორმალურად მართული პოლიტიკური ძალა გაყალბებისა და ძალადობის გზით იღებს 47%-ს და სურს ამაზე მეტი ჰქონდეს, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა ამ ლეგიტიმაციით, როდესაც საზოგადოებას მისთვის ეს ლეგიტიმაცია არ მიუცია. მას სურს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთის, რომ რეფერენდუმის გარეშე, ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას აუწიოს გადასახადები, ქუთაისს პარლამენტის ნაცვლად შეაჩეჩოს ნარჩემაშვილი და დაანგრიოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რათა უმრავლესობის მიერ გადაჭარბებულ ძალაუფლებას არ ჰქონდეს შემაფერხებელი ფაქტორები. საზოგადოება ამას არ დაუშვებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდნენ“,-აღინიშნა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოწყებულ კამპანიას გამოეხმაურა.
მისი თქმით,“ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებასთან დაკავშირებით „აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაციაა, რომ ~დაიღუპა ქვეყანა დღეს, რადგან „ქართული ოცნება“ იმარჯვებს საკონსტიტუციო უმრავლესობით~, არის ძალიან ხელოვნური“.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სწორედ იმისთვის სჭირდება, რომ დაპირები შეასრულოს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


