პოლიტიკა
„ქართულ ოცნებას“ არცერთი მანდატის მოგების პრობლემა აღარ ექნება - ლადო ბოჟაძე
სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, ,,ქართულ ოცნებას“ გარანტირებული აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ხელს აღარაფერი შეუშლის შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც მანამდე არსებული კომისიისგან განსხვავებით, ეფექტურად იმუშავებს.
ამის შესახებ ბოჟაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებაში სამოქალაქო საზოგადოებაც იქნება ჩართული.
,,ქართულ ოცნებას“ გარანტირებული ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. რაც უქნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობას, სწორედ ეს არის დასაბალანსებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობას ექნება რესურსი შექმნას საპარლამენტო კომისია, თუმცა არა ისეთი ფორმით, რომელიც მანამდე არსებობდა და შედეგს ვერ მიაღწია, რადგან „ოცნებას“ არ ჰქონდა რეალური რესურსი განეხორციელებინა ბევრი ცვლილება. ახლა არავის კონსენსუსი არ დასჭირდება „ქართულ ოცნებას“, თუმცა ჩართულობის ფორმატი იქნება მრავალფეროვანი. ჩაერთვება სამოქალაქო საზოგადოებაც. რა ცვლილებებსაც პარლამენტი მიიღებს, იმას ექნება მნიშვნელობა.“-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


