უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 სექტემბერი, 2017 17:20
font-size

„ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი რაოდენობით შავი ფული - რომან გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე გამოეხმაურა აუდიტის სამსახურის მიერ „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ 14 შემომწირველის დაბარებას უწყებაში. გოცირიძის ვარაუდით, მმართველ პარტიას წინასაარჩევნოდ ე.წ. „შავი ფული“ აქვს შეგროვებული.

„ბუნებრივია, კითხვები არსებობს, თუ ხელფასი არ გაქვს, საიდან მოგაქვს ეს თანხები. თუმცა, ყველაფერი არის ინდივიდუალური, შეიძლება ვინმეს მართლა დანაზოგი ჰქონდა და იმდენად ფანატიკურად არის შეყვარებული „ქართულ ოცნებაზე“, რომ შესწირა მთელი თავისი ცხოვრების დანაზოგები, რისიც არ მჯერა, მაგრამ სამართლებრივად ბუნებრივია, რომ ცოტა რთული საკითხია.

ერთი რამ ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს შემოწირულობა რამდენჯერმე მეტი, ვიდრე ყველას ერთად აღებული და ეს მილიონები არის ძალიან მცირე. მათ აქვთ დიდი რაოდენობით შავი ფული. მაჟორიტარები ცალკე ხარჯავენ, ბიუროკრატია ცალკე ეხმაურება, ამავე დროს ვიცით, ივანიშვილს რა რესურსები გააჩნია“,-აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურისთვის საეჭვო გახდა, რომ პარტიებისთვის გადაცემული თანხა აღემატება შემომწირველთა შემოსავალს.

უწყებაში უკვე მივიდა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი მარიამ რამინაშვილი.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი