პოლიტიკა
ქართულ მხარეს შერჩევითი მიდგომა აქვს რეფორმების მიმართ - ევროპარლამენტარი
ლიტველი ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით, ქართულ მხარეს შერჩევითი მიდგომა აქვს იმ რეფორმების მიმართ, რომლის განხორციელების ვალდებულება აიღო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით. ამის შესახებ დეპუტატმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„მინდა, აღვნიშნო პრობლემის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ზოგჯერ ავიწყდებათ საქართველოს კრიტიკოსებს: თქვენს ქვეყანას სთხოვენ, ჰქონდეს უფრო მაღალი სტანდარტები, ეს იქნება ადამიანის უფლებები, ეკონომიკური რეფორმები თუ სამართალწარმოება, ვიდრე მანამდე გქონდათ. ასოცირების ხელშეკრულება ნიშნავს, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს დაამკვიდრებს, მაგრამ ეს ერთ დღეში არ მოხდება. მე კი ვიტყოდი, რომ თბილისში ზოგჯერ რეფორმების მიმართ სელექციურ მიდგომას ცდილობენ. გვეუბნებიან: აი, ამას გავაკეთებთ, ეს გადავდო, ეს არ გვინდა. ასე საქმე არ გამოვა. საქართველოს აქვს შანსი, წინ წავიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მხოლოდ ქაღალდებზე ხელმოწერას - ცვლილებები რეალური უნდა იყოს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
აუსტრევიჩუსმა მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს, არ აქციონ რეფორმებისადმი სელექციურ მიდგომა სისტემურად, რადგან ეს ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს.
„ჩვენ საქართველოს ბევრი რამის გაკეთება ვთხოვეთ, მაგრამ თვითონაც შევასრულეთ პირობა და უვიზო რეჟიმი ავამუშავეთ. ეს იყო ბრიუსელიდან აღიარება, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. მაგრამ ვხედავთ, რომ პოლიტიკურ საკითხებში, იქნება ეს კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება თუ ოპოზიციასთან თანამშრომლობა, მთავრობა ცდილობს, გვითხრას, რომ ეს ევროკავშირის საქმე არ არის, ნუ ჩაერევით, ჩვენ თვითონ მივხედავთო. ასეთი მიდგომა სახიფათოა. არ მინდა, გავაზვიადო და ვთქვა, რომ ამას მასშტაბური ხასიათი აქვს, მაგრამ თუ ეს სისტემურ მიდგომად იქცევა, ნაბიჯს უკან გადადგამთ“, - დასძინა ევროპარლამენტარმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


