სამართალი
ქართულ მხარეს აზერბაიჯანის პროკურატურიდან ჯერ არ მიუღია პასუხი აფგან მუხთარლის დაკითხვის შუამდგომლობაზე - ირაკლი შოთაძე
ქართულ მხარეს აზერბაიჯანის პროკურატურიდან ჯერ არ მიუღია პასუხი აფგან მუხთარლის დაკითხვის შუამდგომლობაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.
მისი ინფორმაციით, ამჟამად პროკურატურას გაგზავნილი აქვს აზერბაიჯანში სამართლებრივი დახმარების თაობაზე ორი შუამდგომლობა და ელოდება მათ შესრულებას.
"ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩატარებულია საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ ვახორციელებთ საპროკურორო ზედამხედველობას და გამოძიება ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას რაც ჩასატარებელია. ამ ეტაპზე ჩვენ გაგზავნილი გვაქვს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები აზერბაიჯანში და ველოდებით ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ ამ შუამდგომლობის შესრულებას. პარალელურად, ჩვენ ვცდილობთ, რომ დავკითხოთ საქმეზე მუხთარლის აზერბაიჯანელი ადვოკატი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მას არ მოუსმენია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, საქმეში არსებობს ისეთი გარემოებები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია საქართველოს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
შოთაძის ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ რას ეფუძნება ლეილა მუსტაფაევას განცხადება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


