უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ივლისი, 2025 16:34
font-size

ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმა რამდენიმე ფრონტზეა გაშლილი - შალვა პაპუაშვილი

ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმა რამდენიმე ფრონტზეა გაშლილი. ერთი მხრივ, ევროპარლამენტის რეზოლუცია არსებობს, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ტყუილს ავრცელებს, რომ თითქოს გაყალბდა და მეორე მხრივ, ევროკავშირის ელჩი ამ რეზოლუციას არ ემიჯნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას ავრცელებს და დემოკრატიას არ აღიარებს, ყველა დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან.

„ეს ის დეზინფორმაციაა, რომელიც ბრიუსელის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ვრცელდება. ევროპარლამენტში ეს რეზოლუცია მიღებული იყო გაფართოების კომისრის, მარტა კოსის თანდასწრებით, მისი შექების და ტაშის თანხლებით. როცა ბრიუსელის ოფიციალურ დოკუმენტებში ასეთი დეზინფორმაცია იწერება, ეს იქნება არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც არის მოთხოვნა, ეს ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ ნდობას კიდევ ერთხელ ჩრდილს აყენებს. სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი ამ რეზოლუციას არ გამიჯვნია, რითაც ამ ტყუილის გავრცელებას ხელს უწყობს.

ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმა რამდენიმე ფრონტზეა გაშლილი. ერთი მხრივ, ევროპარლამენტის რეზოლუცია არსებობს, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ტყუილს ავრცელებს, რომ თითქოს გაყალბდა და მეორე მხრივ, ევროკავშირის ელჩი ამ რეზოლუციას არ ემიჯნება. ამ რეზოლუციის დეზინფორმაციულობას არ ამხელს და არ ამბობს, რომ ეს მის პოზიციას არ წარმოადგენს. ამასთან, ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ არიან, რომლებიც არჩევნებს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ აღიარებენ და ევროკავშირის ელჩი მათ დაფინანსებას აგრძელებს. ეს ყველაფერი ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმაა და სამწუხაროდ, ამ თავდასხმის ერთ-ერთი თანამონაწილე ევროკავშირის ელჩია. ჩვენ ბრიუსელის პრესსპიკერის განცხადება მოვისმინეთ დეზინფორმაციაზე და ბოდიში მოიხადოს ყველამ, მათ შორის ბრიუსელში, ვიდრე ქართველებს დეზინფორმაციას დააბრალებს. მილიონი ფაქტი დავასახელეთ, ამ პრესსპიკერის მხრიდან არცერთი ფაქტი გაბათილებული არ იყო. ხელი აგვიქნიეს, რომ დეზინფორმაცია არისო, სად არის პასუხები იმ კითხვებზე, რომელსაც ვსვამთ. რატომ აფინანსებს ევროკავშირი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ქართველი ხალხის არჩევანს და ავრცელებენ დეზინფორმაციას, სიძულვილს? – ვინც სიძულვილის ენას, დეზინფორმაციას ავრცელებს და დემოკრატიას არ აღიარებს, ყველა დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობაა, რომელიც ამის თანამონაწილეა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი