პოლიტიკა
ქარა ბაღის რაიონის გამგებელთან შეხვედრა გაიმართა
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე ქაბულის პროვინციის ქარა ბაღის რაიონის გამგებელს, აბდულ სენი შარიფის შეხვდა. მხარეებს შორის შეხვედრა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჯირგაში (ბაზაზე არსებული შეხვედრის ადგილი) გაიმართა.
მხარეებმა ოპერაციის რაიონში არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე გამოწვევებსა და საფრთხეებზე. საუბარი ქართული მხარის მიერ განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ჰუმანიტარულ ოპერაციებსაც შეეხო.
შეხვედრის დროს გამგებელმა შარიფმა ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და 32-ე ბატალიონის მეთაურს ქარა ბაღის რაიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მადლობა გადაუხადა. ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქარა ბაღის რაიონის გამგებელს ავღანურ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას და კიდევ უფრო განმტკიცებას დაპირდა.
ორმხრივ შეხვედრას 32-ე ბატალიონის დაგეგმარების ჯგუფი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ავღანეთის ეროვნული არმიის IV ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუსტაფა საიდი დაესწრნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


