პოლიტიკა
ქალბატონო ადა, სირცხვილია ეს საქართველოს პარლამენტში - ინციდენტი პარლამენტში
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ადა მარშანია, პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ტრიბუნასთან მიეჭრა, რადგან სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. ამაზე ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უარი უთხრა, რადგან დეპუტატმა ამ უფლებით ისარგებლა, ხოლო რეგლამენტი განმეორებით მისი სარგებლობის შესაძლებლობას არ იძლეოდა.
„ეს უკვე სერიოზულიც აღარ არის, ქალბატონო ადა, სირცხვილია საქართველოს პარლამენტში ეს“, -მიმართა ჩუგოშვილმა მარშანიას, რომლის შემდეგ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტი. კენჭისყრის შედეგად, 117 დეპუტატმა დოკუმენტს მხარი დაუჭირა, ხოლო 2-მა პარლამენტარმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დღეს 2 საათზე დაიწყო. განხილვის პროცესში დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


