პოლიტიკა
ქალბატონი სალომე არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მოსახლეობისგან არ მიუღია სრული ლეგიტიმაცია - გიორგი ლომია
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას აზრით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში არ უნდა იმართებოდეს, რადგან ზურაბიშვილს მოსახლეობისგან სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია. ამის შესახებ ლომიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ის ინაუგურაციაზე არ მივა, თუმცა პრობლემას ვერ ხედავს, თუკი „პატრიოტთა ალიანსის“ რომელიმე ლიდერი ღონისძიებაზე მივა.
მისივე შეფასებით, თელავში ინაუგურაციის ჩატარება განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება არეულობას გაექცა.
„ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ჩემი ადგილი მანდ არ არის და არ მივალ. პარტიის პოზიციაზე ვერ გესაუბრებით. თუ „პატრიოტთა ალიანსიდან“ რომელიმე ლიდერი მივა, ეს მისი საქმეა, რა პრობლემაა. ვფიქრობ, რომ ალბათ, არეულობას აარიდეს თავი. არ ვთლი, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა ატარებდეს ინაუგურაციას. არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია. ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა და გამოიცხადა ჩვენმა მოსახლეობამ“,- განაცხადა ლომიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


