პოლიტიკა
ქალბატონი ხომ არ გააკეთებდა ჰაერზე ამ განცხადებას?! - სოფიო კილაძე ტატუნაშვილის დედის განცხადებაზე
არჩილ ტატუნაშვილის დედის, რუსუდან ტატუნაშვილის განცხადებას, რომ მისი შვილი ქართული მხარის დაკვეთით მოკლეს, გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ ინფორმაციის შესწავლით საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ.
„ამას, ალბათ, შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფებმა უნდა მიხედონ და უკეთესი იქნება უფრო მეტი ინფორმაცია. ქალბატონი ხომ არ გააკეთებდა ჰაერზე ამ განცხადებას?! ალბათ, რაღაც კონკრეტული ინფორმაცია აქვს და თუ ქართული მხრიდან მოხდა დაკვეთა, ასმაგად სამწუხაროა და ბოლომდე უნდა მივიდეს ეს საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ასეთი რამ იკადრა და გააკეთა",- განაცხადა დეპუტატმა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედის, რუსუდან ტატუნაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობა ქართული მხარის შეკვეთილია. ამის შესახებ რუსუდან ტატუნაშვილმა იბერიის ტელევიზიის ეთერში თქვა.
„ეს იყო აქედან შეკვეთილი მკვლელობა, საქართველოდან. ოსებს არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ ჩემი შვილისადმი. რაც აჩიკომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მას შემდეგ გადაადგილებაც შეუზღუდდეს გამშვებ პუნქტზე, რამდენიმე ხანი გაჩერებულიც იყო“, -თქვა რუსუდან ტატუნაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს,მომდევნო დღეს გავრცელდა ინფორმაცია მისი დარუპვის შესახებ. ტატუნაშვილის ცხედარი ქარტულ მხარეს თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადასცეს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


