პოლიტიკა
ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის ხაზის გადატანის შემდეგ გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი შეიძლება მოეწყოს - გიგი უგულავა
დღეს გიგი უგულავამ დიდუბის მოსახლეობას „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი წასიძე წარუდგინა.
ელენა ხოშტარიამ ამ შეხვედრაზე ქალაქის ცენტრიდან რკინიგზის ხაზის გადატანის პრეზენტაცია წარადგინა. მისი თქმით, ეს ქალაქის განტვირტვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
„ეს არის ათი ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა, სატრანსპორტო განტვირთვა, გარემოს პრობლემების მოაგვარებს,“ - განაცხადა ხოშტარიამ.
გიგი უგულავას თქმით, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე შესაძლებელია, ცენტრალური პარკი მოეწყოს.
„ის ტერიტორია, რომელიც გამოთავისუფლდება, იძლევა იმხელა რესურსს, რომ აქ მოეწყოს ცენტრალური პარკიც და დანარჩენი ტერიტორია განაშენიანდეს ისე და იყოს მიწის ის თავისუფალი რესურსი, რომელიც მშენებლებს აქეთ წამოიყვანს,“ - განაცხადა უგულავამ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


