სამართალი
ქალაქის პროკურორს წინასწარ აქვს გამომუშავებული 50 წლის ხელფასი - გიორგი მუხიგულაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეიმუშავა ერთგვარი ჭკვიანი გეგმა, თუ როგორ ეკონტროლებინა 4 სტრუქტურა, მათ შორის თავად სუს-ი, პროკურატურა, შსს და სასამართლო, - განაცხადა ტელეკომპანაი ,,იბერიას“ ეთერში უფლებადამცველმა გიორგი მუხიგულაშვილმა.
მისი თქმით, გენერალური პროკურორი არც არასდროს წყვეტდა არაფერს და ვერც ვერასდროს გადაწყვეტს.
მუხიგულაშვილმა კონკრეტულად ყურადღება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 7 თვის წინ ამ საქმის ქალაქის პროკურატურაში გამოსაძიებლად შესვლის მომენტში, თბილისის პროკურორი იყო, მიხეილ შაყულაშვილი.
მისი თქმით, სწორედ ამ უკანასკნელის დროს მოხდა საქმეში არსებული ფაქტების გაყალბება და დაფარვა.
როგორც გიორგი მუხიგულაშვილმა აღნიშნა, ის შაყულაშვილის ქონებრივი დეკრალაციით დაინტერესდა, სადაც წააწყდა ფაქტს, რომ ქალაქის პროკურორს, რომელსაც არ უნდა ჰქონდეს 10 ათას ლარზე მეტი ხელფასი, აქვს დაახლოებით 50 წლის ხელფასი წინასწარ გამომუშავებული და მას და მის ოჯახის წევრებს არამარტო თბილისში, არამედ დედაქალაქის გარეთაც აქვთ საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.
,,არ ვიცი ვინ მოისმინა ჩემი მხილება, მაგრამ მიხეილ შაყულაშვილი მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის ზედამხედველ პროკურორად დანიშნა. ანუ გამოდის ისე, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ წყვეტს, უსაფრთხოების სამსახურის ნების გარეშე“, - განაცხადა მუხიგულაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


