პოლიტიკა
პუტინი საქართველოს ღიად ემუქრება აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა - თორნიკე შარაშენიძე
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა თორნიკე შარაშენიძემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ ყველაზე სამწუხაროა, რომ პუტინი საქართველოს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ღიად დაემუქრა.
„ჩვენ გვქონდა ბოლო რამდენიმე წელი ფორმულა, რომ მეტი საქართველო ნატო-ში და მეტი ნატო საქართველოში და როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგიც არის და ამას არც მალავს და პირდაპირ ღიად იმუქრება. და ღიად იმუქრება აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა. ერთ მხარეს დგას მილიარდერი და მეორე მხარეს დგას მილიარდერიც და ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსიც, რომელმაც, სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებია, ჯიბეში ჩაისვა ძალიან ბევრი დასავლეთში, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტები. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა და ჩვენ მომავალი ორი წელი კიდევ ძალიან რთული პერიოდი გველის, თუკი, რა თქმა უნდა, ტრამპმა არ გადახედა თავის პოლიტიკას“,-განაცხადა ექსპერტმა.
ვლადიმერ პუტინმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას „ნეგატიური რეაქცია“ ექნება, თუკი საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.
„ჩვენთვის ეს არის პირდაპირი და მყისიერი საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის... ნატო-ს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება იქნება საფრთხე და რეაქცია იქნება უკიდურესად ნეგატიური“, – განაცხადა პუტინმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


