პოლიტიკა
პუტინი ძველ გებისტურ მეთოდს მიმართა, როცა ოპონენტებს გიჟებად რაცხავენ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, კერძოდ, იმ რეპლიკას, სადაც პუტინი მას გიჟს უწოდებს.
სააკაშვილის თქმით, პუტინმა „გებისტურ“ მეთოდს მიმართა, როცა ოპონენტებს გიჟებს უწოდებენ.
„პუტინს არ შეუძლია, არ გამიხსენოს. ამერიკელ რეჟისორთან, ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში მან თქვა, რომ ყველამ იცის, რომ გიჟი ვარ. ეს ძველი „გებისტური“ მეთოდია, როცა ოპონენტებს გიჟებად რაცხავენ. ნამდვილად, პუტინის თვალთახედვით, გიჟი უნდა იყო, როცა შენს ხელთაა ათობით მილიარდი დოლარი, რომელსაც არ იპარავ. გიჟი უნდა იყო, რომ არ მოექცე შანტაჟისა და ზეწოლის ქვეშ და არ დანებდე, გიჟი უნდა იყო, რომ ჩემსავით ფიქრობდე, რომ უკრაინა შეძლებს და ევროპის ზესახელმწიფო გახდება. რა თქმა უნდა, პუტინისთვის სიგიჟეა, როცა ვინმე ფიქრობს, რომ პუტინს მალე ბოლო მოეღება და უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, რაშიც დარწმუნებული ვარ“, - დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ რუსულ „პირველ არხზე“ გამოვიდა ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნის ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს პირველი ნაწილი. მთლიანად საუბარი 4 მინისერიადაა დაყოფილი.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


