პოლიტიკა
პულტებით, ხელის გადაგრეხვით რეალურად თანხმობის დოკუმენტს ვერ მივიღებთ - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველ გუნდს ურჩია, გაითვალისწინოს მისი და ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შემუშავებული დოკუმენტი. ამის შესახებ მან არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ უნდა შევქმნათ თანაცხოვრებისა და თანხმობის დოკუმენტი და არავის უნდა მოვახვიოთ თავს შეხედულება, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. კონსენსუსის მაგალითი უკვე მისცეს პარტიებმა და მე იმედი მაქვს, რომ ამ მაგალითს გაიზიარებს მმართველი ძალაც“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის აზრით, მნიშვენლოვანია, განსხვავებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაანახონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
„მე მაქვს იმედი, რომ ფაქტი იმისა, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ - იქნება გააზრებული. მე იმედი მაქვს, მმართველი გუნდი გაიაზრებს იმას, რომ პულტებით, ხელის გადაგრეხვით რეალურად თანხმობის დოკუმენტს ვერ მივიღებთ. ძალიან მნიშვნელივანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ის კლიშე, რომ განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვერ თანხმდებიან - დანგრეულია. მე მიხარია, რომ მივედით ერთიან ხედვამდე და იმედი მაქვს, რომ თანხმობის მოტივაცია გადაძლევს იმ სიხისტეს, რომელიც უკვე მერამდენედ ახასიათებს იმ ძალას, რომელსაც გააჩნია პულტები. უკვე მერამდენედ ეს ძალა არ უყურებს წინა გამოცდილებას, რომ იძულებით რაღაცის მიღება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია“, -თქვა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციასთან შემუშავებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას და მმართველ პარტიას გაუგზავნა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ჟურნალისტებს გუშინდელ საგანგებო ბრიფინგზე აცნობა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


