უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივნისი, 2017 15:25
font-size

პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის გაცილებით უკეთესია - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, ერთ-ერთი მათგანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან.

მდინარაძის თქმით, ისაუბრებენ შერეულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემებზე.

დეპუტატის თქმით, გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს და ფრაქციის წევრები საკამათო საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ.

„დღეში არაერთი შეხვედრა გვაქვს. მათ შორის ფრაქციის წევრებთან და უმრავლესობასთან. დღეს, რამდენიმე შეხვედრა შედგება. მათ შორის საუბარი იქნება შერეულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ამასთან დაკავშირებით, სიტყვა - დაპირისპირების გამოყენება ინტერპრეტირებად მიმაჩნია, რადგან არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ყველანი მეგობრები, თანაგუნდელები ვართ, უბრალოდ, განსხვავებულ აზრზე ვართ და ამ თემაზე ვკამათობთ და საბოლოო ჯამში საერთო შეთანხმებას მივაღწევთ", - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემაა ყველაზე მისაღები.

„ჩემი აზრით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის გაცილებით უკეთესია, მაგრამ არის დეპუტატების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ასე არ ფიქრობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი